Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

საკი:“ იუვენტუსის პრობლემა მენტალობაა…“

ლეგენდარული არიგო საკის თქმით, იუვენტუსის პრობლემა მენტალურ სახეს ატარებს და მისი აზრით, ფეხბურთელებს მოტივაციის პოვნა უჭირთ.

„პირლოს ძალიან რთული პრობლემა აქვს გადასაჭრელი. ძალიან ბევრ ფეხბურთელს საჭირო სიბრაზის, ენთუზიაზმის და მონდომების პოვნა უჭირთ. ეს მახასიათებლები ყოველთვის იუვეს ძლიერი მხარე იყო, თუმცა ზედიზედ 9 სკუდეტოს მოგების შემდეგ ასეთი პრობლემა გასაკვირი არ არის.

„ჩვენ ჯერჯერობით იუვენტუსის რეალური ძალა არ გვინახავს. ევროპაზე მათ სწორი სტრატეგიით ჯგუფის 1 ადგილი დაიკავეს, თუმცა მათ ჯერ თავი საუკეთესოდ არ წარმოუჩენიათ.“