Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ მანჩინის იტალიამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა“

ლეგენდარულმა არიგო საკიმ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სტარტს დღეს, 23:00 საათზე აიღებს, იტალიის ნაკრების პერსპექტივები შეაფასა.

„რობერტო მანჩინის იტალიის ნაკრებში მისვლის შემდეგ, აძურიმ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გუნდი თამაშობს სანახაობრივ, თანამედროვე და ესთეტიურ ფეხბურთს. გუნდში ერთიანობა იგრძნობა.

„ნუ დაგავიწყდებათ, მანჩინიმ ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩაიბარა. ის ამ ნაბიჯით ძალიან დიდ რისკზე წავიდა, თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. რობერტომ გუნდში თავისი იდეების მიტანა მოახერხა და ჩვენ დომინანტი იტალია მივიღეთ.

„საბოლოო შედეგებზე საუბარი ახლა ძალიან რთულია, რადგან ყველაფერთან ერთად მეტოქეებშიც უნდა გაგიმართლოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ აძურისთვის ლიმიტი არ არსებობს.“