Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ მილანი წარმატების მახეს უნდა უფრთხილდეს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ მილანი ღიად გააკრიტიკა.

„სტეფანო პიოლის გუნდის კოლაფსს მთლიანად ტრავმებს ვერ დავაბრალებთ. ყველაფერი თამაშის ხარისხის და გუნდის მიდგომის ბრალია. როსონერის მთავარი იარაღი ბოლო პერიოდში გუნდურობა იყო, რაც მათ ბოლო პერიოდში ნაკლებად ეტყობათ.

„ნაპოლის წინააღმდეგ მილანის ფეხბურთელებსა და ბურთს შორის მანძილი 60 მეტრი იყო და პარტენოპეიმ სწორედ ამიტომ იმარჯვა, ისინი გაცილებით უფრო კომპაქტურები და მოძრავები იყვნენ.

„ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ როსონერი ძალიან დაბნეულია, გუნდი თავის თავს აღარ ჰგავს. მინდა მათ ერთი რჩევა მივცე: ყველა პრობლემას ერთდროულად ვერ მოაგვარებ, მათ უნდა ცადონ, რომ თითოეულ დაბრკოლებას ეტაპობრივად გაუმკლავდნენ. მე ნაპოლისთან გუნდი ვერ დავინახე, მილანის ფეხბურთელები მოედანზე აკეთებდნენ იმას, რაც მათ მოესურვებოდათ.

„მილანი უნდა უფრთხილდეს წარმატების მახეს, როდესაც გგონია, რომ გამარჯვება ყოველთვის მარტივია, რადგან მათ იგივე მოტივაცია და შიმშილი, რომელიც სეზონის სტარტზე ჰქონდათ, აღარ ეტყობათ.“