Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ მილანმა მეტოქე სათანადოდ არ დააფასა“

ლეგენდარულმა არიგო საკიმ მილანის სპეციასთან მარცხი განიხილა.

„ეს შეხვედრა მილანისთვის შავ ლაქად დარჩება. ჩემი აზრით, პიოლის ბიჭებმა მეტოქის მხრიდან მომავალი საფრთხე სწორად ვერ შეაფასეს. როსონერი სეზონის მთავარი აღმოჩენაა, ისინი მთელი სეზონია კარგ ფეხბურთს თამაშობენ, პიოლიმ ძალიან ორგანიზებული გუნდი შექმნა და ერთი მარცხი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.

„ფეხბურთელები, რომლებიც გასული სეზონის შუამე მილანის დონის მოთამაშეებად არ მიიჩნეოდნენ, ტრანსფორმაცია განიცადეს და მოულოდნელ სიმაღლეებზე ავიდნენ. კოლექტიურმა თამაშმა და გუნდურობამ მათი გამოუცდელობა გადაფარა.

„შენ შესაძლოა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელები გყავდეს, თუმცა თუ მათ შესაბამისი მოტივაცია და გუნდურობა არ აქვთ, მათი ფასი ძალიან ცოტა იქნება.

„დღევანდელ ფეხბურთში ძალიან ცოტა კლუბზე ითქმის, რომ მათ გუნდური სული ეტყობათ, რაც ძალიან სამწუხაროა. ფილოსოფოსმა რომან როლანდმა თქვა:“ გმირები არიან ისინი, ვინც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ.“ სწორედ ეს სჭირდება გუნდს, 11 ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე მწვრთნელის ყველა ინსტრუქციას შეასრულებს.“