Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ მილანს დიდი პერსპექტივა აქვს“

მილანის და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა თავკაცმა არიგო საკიმ განაცხადა, რომ როსონერის პროექტი წარმატებულად მიიწევს წინ და მათ ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ.

„მილანს აქვს პროექტი, რომელსაც ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს და იმედი მაქვს, რომ ის გაამართლებს.

„მალდინი თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს და არც თუ ისე დიდი ბიუჯეტის მიუხედავად, როსონერი წლიდან წლამდე უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ხდება.

„როსონერის ჰყავს ძალიან ახალგაზრდული გუნდი, გამოცდილი და უკვე შემდგარი ელემენტებისგან, როგორებიც იბრაჰიმოვიჩი და ჟირუ არიან.

„იმედი ამქვს, მილანი არჩეულ კურსს გააგრძელებს და ძალიან მალე როგორც როსონერი, ასევე ზოგადად იტალიური ფეხბურთი იმ სიმაღლეებს დაუბრუნდება, რომელზეც სულ რამდენიმე წლის წინ იყო.“