Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

საკი:“ მილანს სკუდეტოს მოგება შეუძლია“

არიგო საკის აზრით, სტეფანო პიოლის გუნდს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სკუდეტო მოიგოს.

„წარმატების საიდუმლო მხოლოდ ერთი რამ არის, ირწმუნო შენი თავის, შენი ფილოსოფიის და დაუღალავად იშრომო დასახული მიზნების მისაღწევად.

„სერია ა ძალიან უცნაურად დაიწყო, მილანს კი ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ სკუდეტო მოიგოს, თუმცა ამისთვის როსონერი უფრო მეტად თავდაჯერებული უნდა იყოს, უფრო დაუნდობელი და უფრო მომთმენი.

„მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ისინი კონკურენტების უკან მოტოვებას. ყველა გუნდი, რომელიც სკუდეტოს მოპოვების ფავორიტებად განიხილებიან, ახლა არც თუ ისე კარგ თამაშს აჩვენებენ, თუმცა ადრე თუ გვიან ისინი გამოიღვიძებენ და მილანი ამისთვის მზად უნდა იყოს.

„პიოლი ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, რომ იმ ფეხბურთელებს, რომელიც მას ჰყავს, იდეალურად გამოიყენებს.

„რაც დრო გავა, ფეხბურთელები უფრო სინქრონულად იმოძრავებენ და მათ პრესინგს უფრო მეტი შედეგი ექნება.

„მან გუნდის თითოეულ წევრს უნდა გააგებინოს, რომ თითოეული თამაში მილანისთვის შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, მათი მეტოქეები ადრე თუ გვიან გამოიღვიძებენ და სანამ როსონერის შანსი აქვს, მან ქულების მაქსიმუმი უნდა დააგროვოს.

„იბრა ? ის ნამდვილი ჩემპიონი და მისაბაძი მაგალითია, ნახეთ რა გააკეთა მან ვერონასთან ? გაცუდებული პენალტის შემდეგ, ძალიან ბევრიფეხბურთელი დეპრესიაში ჩავარდებოდა და დაიკარგებოდა, თუმცა ის ამის შემდეგ უფრო მოტივირებული იყო და გოლის გატანაც მოახერხა.

„მას საოცარი მენტალიტეტი აქვს, თუმცა ზოგჯერ მან თავი უნდა გააკონტროლოს. მას ახალგაზრდა თანაგუნდელები ჰყავს და მათგან ზოგჯერ ძალიან ბევრს ითხოვს, ერთი უზუსტო პასის შემთხვევაშიც კი ძალიან ბრაზდება.“