Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ მილანს ჯგუფური ეტაპის დაძლევა შეუძლია“

მილანის ლეგენდარული თავკაცის არიგო საკის აზრით, როსონერი ჩემპიონთა ლიგაზე რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ ჯგუფიდან გასვლა წარმოუდგენელი არ არის.

„მილანი ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა, ალბათ ამ გათამაშების ყველაზე რთულ ჯგუფშიც კი, მაგრამ ატლეტიკო, ლივერპული და პორტუ დაუმარცხებელი მეტოქეები არ არიან, მთავარია მილანმა მოედანზე თავისი მაქსიმუმი დადოს.

„ჩემპიონთა ლიგა შიდა ჩემპიონატისგან რადიკალურად განსხვავდება. შენ იქ შეცდომების ან მოდუნების უფლება არ გაქვს და თითოეულ შეხვედრაში სული უნდა ჩადო. ჩემპიონთა ლიგა არა მხოლოდ სპორტული, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია. ევროპაში წარმატება გუნდს სტაბილურ შემოსავალს მისცემს, რითიც გუნდი საგრძნობლად გაძლიერდება.

„ენფილდზე თამაში მარტივი არასოდეს არის, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ გასულ სეზონში პიოლის ბიჭებმა მანჩესტერთან შესანიშნავად ითამაშეს. მილანს ახალგაზრდული და ევროპაში გამოუცდელი გუნდი ჰყავს, მაგრამ გუნდური ბრძოლა და დაუღალავი შრომა წარმატების საწინდარია.“