Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ პიოლიმ ატლეტიკოსთან მატჩში შეცდომა დაუშვა, კესის სიტუაცია?…“

ლეგენდარულმა არიგო საკიმ Gazzetta dello Sport-თან მილანი – ატლეტიკოს მატჩზე ისაუბრა.

„ატლეტიკოს წინააღმდეგ მე ლამაზი, გაბედული და ჩემპიონთა ლიგის დონის შესაბამისი მილანი ვნახე, მაგრამ სამწუხაროდ კესის გაძევებამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

„ვფიქრობ, რომ კესის გაძევების შემდეგ პიოლიმ ერთი შეცდომდა დაუშვა. მას თავდაპირველი სქემა არ უნდა შეეცვალა და მოედანზე 4-3-2 ტაქტიკით უნდა დარჩენილიყო, ასეთ შემთხვევაში მეტოქე გუნდს ყურადღების გამახვილება დაცვაზეც მოუწევდა.

„1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიას რამდენიმე მატჩში 10 კაცით მოუწია თამაში და ყველა მათგანი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. სწორი ორგანიზებით გამარჯვება კაცნაკლულ გუნდსაც შეუძლია.

„კესის სიტუაცია ? შესაძლოა მისი არც თუ ისე კარგი თამაში კონტრაქტის გამოა გამოწვეული და თუ ეს სიმართლეა, მაშინ ის გუნდიდან უნდა მოკვეთონ იქამდე, სანამ მისი მომავალი ბოლომდე არ გაირკვევა.

„პიოლი ? ის ინტელიგენტი ადამიანია და იმედი ამქვს, რომ მომავალში შეცდომებს აღარ დაუშვებს. მარცხის მიუხედავად, მე ძლიერი და ბრძოლისუნარიანი მილანი ვნახე. როსონერის წინ დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ მე იმედიანად ვარ განწყობილი.“