Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ პიოლიმ მილანისგან შედევრი შექმნა“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ სტეფანო პიოლის შესახებ ისაუბრა და მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„სტეფანო პიოლის მილანში მისვლის შემდეგ, მილანის თამაშების მყურება ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრის. გუნდმა შეიძინა ხასიათი და მენტალობა, რომელიც ევროპული ყაიდის გუნდებს აქვთ.

„როსონერი მთელი მატჩის განმავლობაში დომინანტი, შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობს და უმეტეს შემთხვევაში, ეს გამოსდით კიდეც.

„ვფიქრობ, რომ პიოლიმ იმ რესურსებით, რაც მას ჰქონდა, ამ მილანის სახით ნამდვილი შედევრი შექმნა. სტეფანო თითოეული ფეხბურთელისგან მათი პოტენციის მაქსიმუმის მიღებას ახერხებს, რაც ასეთ ახალგაზრდებთან მუშაობის დროს მარტივი ნამდვილად არ არის.“