Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

საკი:“ სარის იუვენტუსში მისვლა სუიციდის ტოლფასი იყო“

არიგო საკის თქმით, მან მაურიციო სარი გააფრთხილა, რომ იუვენტუსში მისვლა მისთვის ცუდად დასრულდებოდა.

„სარის პირდაპირ ვუთხარი, რომ მისი იუვენტუსში მისვლა სუიციდის ტოლფასი იყო, რადგან იუვეს ფეხბურთელები მისი თამაშის სტილს ვერ მოერგებოდნენ.

„ამას ისიც დაემატა, რომ სეზონის წინ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და მოსამზადებლად ფაქტობრივად დრო არ ჰქონია.

„არის თუ არა ატალანტა სკუდეტოს მოპოვების კანდიდატი ? გასპერინის ვუთხარი, რომ აქცენტი ან ჩემპიონთა ლიგაზე, ან სერია ა-ზე უნდა გაეკეთებინა.

„ატალანტასთვის სკუდეტოს მოპოვება სასწაული იქნება, თუმცა ის, რასაც ბოლო წლებში ეს გუნდი აკეთებს, იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.“