Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ სარის ლაციოში მისვლა გუნდისთვის და სერია ა-სთვის სასარგებლოა“

ლეგენდარული არიგო საკი მაურიციო სარის ლაციოში მისვლას გამოეხმაურა.

„დარწმუნებული ვარ, რომ იუვენტუსში გატარებულმა სეზონმა სარის ბევრი რამ ასწავლა. ჩვენ ვსაუბრობთ ინტელიგენტ ადამიანზე და ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ლაციოს რიგებში თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს.

„ვფიქრობ, რომ მაურიციო სარის ლაციოში მისვლა როგორც გუნდს, ასევე მთელს სერია ა-ს ძალიან გამოადგება. ის არა მხოლოდ კარგი ტაქტიკოსი, არამედ მასწავლებელი და კარგი სტრატეგია.

„ფეხბურთელები მის საფეხბურთო ხედვას უნდა გაყვნენ და ლაციო კარგ შედეგებს აუცილებლად მიაღწევს, ოღონდ მას გარკვეული დრო უნდა მისცენ, ერთ დღეში ციხე-სიმაგრე არ შენდება.“