Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ შარლესგან მეტ გამბედაობას ველოდები, ლუკაკუს ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრეა…“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ სუპერ კოპას მოახლოებულ მატჩსა და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ლუკაკუ ? რომელუ ანტონიო კონტეს ინტერის წამყვანი ფიგურა იყო, რომელმაც გუნდს ტიტული მოუტანა. მისი ჩამოწერა ჯერ ძალიან ადრეა. მისი ჩელსიში გადაბარგების შემდეგ, რომელუ ფიზიკურად მოწოდების სიმაღლეზე აღარ არის, მაგრამ თუ ის მოტივაციას დაიბრუნებს, გუნდისთვის კვლავ ძალიან სასარგებლო გახდება.

„დე კეტლარი ? ის ძალიან შეშინებულია და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მოედანზე დამარცხებული გამოდის. უცხოელებს იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის ყოველთვის უფრო მეტი დრო სჭირდებათ, ამიტომ საბოლოო დასკვნების გამოტანა არ უნდა ვიჩქაროთ. რა თქმა უნდა, მას ახლა რთული პერიოდი აქვს, მაგრამ მალდინი მას ენდობა და ჩვენ დრო უნდა მივცეთ.

„სუპერ თასის მატჩი ? მილანური დერბი ყოველთვის გამორჩეული დაპირისპირებაა. ტიტულთან ერთად, გამარჯვებული გუნდი მნიშვნელოვან მენტალურ უპირატესობას მოიპოვებს, რაც ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია.

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ მილანის ფეხბურთელები მოპოვებული სკუდეტოთი დაკმაყოფილდნენ და ჩვეულ შიმშილს მოედანზე ვეღარ აჩვენებენ, ასე კი მათ ბრძოლა გაუჭირდებათ.“