Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ ჩვეიცარიასთან მატჩი იტალიისგან მანჩინის იდეების ღალატი იყო“

არიგო საკიმ შვეიცარიასთან იტალიის ნაკრების თამაში შეაფასა.

„იმედი მაქვს, რომ იტალიის ნაკრები წარმატების მახეში არ გაება და არ ვიფქრობს, რომ გამარჯვების მოპოვება ძალების დაზოგვით შეუძლია.

„იტალიური გუნდების ხასიათი ასეთია, გუნდი ბოლომდე მხოლოდ მაშინ იხარჯება, თუ ოპონენტის შიში აქვს, რაც შვეიცარიასთან მატჩში არ გამოჩნდა.

„შვეიცარიასთან შეხვედრა, განსაკუთრებით პირველი ტაიმი, რობერტო მანჩინის იდეების ღალატი იყო.

„მართალია მოედანზე ბურთის კონტროლის მხრივ უპირატესობა გვქონდა, თუმცა ჩვენ საგოლე მომენტების შექმნასთან დაკავშირებით უდიდესი პრობლემები გვქონდა. ტონალის და ბერარდის ჩართვამ სიტუაცია ოდნავ გამოასწორა და ვფიქრობ, რომ დომენიკო იყო ერთადერთი შემტევი, რომელმაც მეტოქის დაცვას პრობლემები შეუქმნა.

„ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იქნება, მაგრამ რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებს მისცა იდეები, რომლებიც აქამდე ჩვენ თამაშში ხშირად ვერ ნახავდი.“