Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სალემაკერსი:“ მილანი წელს უფრო ძლიერია“

მილანის ვინგერის ალექსის სალემაკერსის აზრით, როსონერი მომდევნო სეზონს უფრო ძლიერი შემადგენლობით ხვდება და მილანი გუნდი ჩემპიონთა ლიგისთვის მზად არის.

„ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს ევროპის უმნიშვნელოვანეს ტურნირზე ჩემი პირველი გამოცდილება იქნება.

„ჩვენ ოთხეულში მოსახვედრად ძალიან ბევრი ვიშრომეთ და იმედია ყველას დავანახებთ, თუ რამდენად ძლიერი და ამბიციური გუნდი ჰყავს მილანს.

„ჩემპიონთა ლიგა სხვა ყველა ტურნირზე ერთი თავით მაღლა დგას და ჩვენ მატჩების მსვლელობისას შეცდომების დაშვების საშუალება ფაქტობრივად არ გვექნება. თუ იმას გავაკეთებთ, რასაც მწვრთნელი გვეტყვის, ვფიქრობ შორს წასვლა შეგვიძლია.

„ჩვენ ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელები დაგვემატნენ, როგორებიც ოლივიე ჟირუ, მაიკ მენიო, ფოდე ბალო-ტურე და სხვები არიან, ამიტომ ვფიქრობ, რომ მილანს ახლა უფრო ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ვიდრე გასულ სეზონში.

„დონარუმა ? ჩვენ მის ნაცვლად გუნდში უკვე მენიო გვყავს, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელია და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მაიკი ჩვენთან ერთად არის.

„ჟირუ ? მას კარიერაში უამრავი მნიშვნელოვანი ტიტული აქვს მოგებული და ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს. მისი მოედანზე სიმშვიდე ყოველთვის მაკვირვებს ხოლმე.“