Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სალერნიტანას სერია ა-დან მოკვეთა ემუქრება…

სერია ა-ში ახლად დაწინაურებულ გუნდს სალერნიტანას იტალიის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან მოკვეთა ემუქრება.

საქმე იმაში გახლავთ, რომ მისი მფლობელი კლაუდიო ლოტიტოა, რომელიც პარალელურად ლაციოს პრეზიდენტიც არის და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წესების მიხედვით, სერთ ლიგაში ერთი მფლობელის ქვეშ ორი გუნდი ვერ იასპარეზებს.

ლოტიტო გუნდის გაყიდვას უკვე დიდი ხანია ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმების მიღწევას ვერც ერთ დაინტერესებულ მხარესთან ვერ ახერხებს.

ლოტიტო გუნდის ‘ბრმა მფლობელობაში’ გადაცემას გეგმავდა, რომლის დროსაც ის გუნდის საქმეებში არ ჩაერეოდა და სეზონის მსვლელობისას მის გაყიდვას მოახერხებდა, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მას ამის შესაძლებლობა არ მისცა…