Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სალერნიტანა შესაძლოა სერია ა-დან მოკვეთონ…

დღეს იტალიის ფეხბურთს ფედერაციასა და სალერნიტანას ხელმძღვანელებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა და სერია ა-ში ახლად აღზევებულ გუნდს ახალი მფლობელების საპოვნელად დრო 31 დეკემბრამდე მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სერია ბ-ში დაქვეითება ელოდებათ.

საქმე იმაში გახალვთ, რომ სალერნიტანას მფლობელი კვლავ ლაციოს პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტოა, რომელმაც კამპანიას რეგიონის მკვიდრები ბანკროტის შემდეგ ჩაიბარა და ისინი სერია ა-ში დააბრუნა, თუმცა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წესების მიხედვით, ერთ მმართველს ერთსა და იმავე ჩემპიონატში 2 გუნდის საკუთრებაში ქონა აკრძალული აქვს.

სეზონის სტარტზე იმის გამო, რომ ლოტიტომ გუნდის გაყიდვა ვერ მოახერხა, მისი დროებით მართვა ნეიტრალურ პირებს დაევალათ, ლოტიტოს კი გუნდის გასაყიდად დრო წლის ბოლომდე მისცეს.

რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, თუ ლოტიტო 31 დეკემბრამდე გუნდს ახალ მფლობელებს ვერ მოუძებნის, სალერნიტანას სერია ა-დან დისკვალიფიკაცია ემუქრება.