Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სალიჰამიდიჩი:“ ალაბა ბაიერნს დატოვებს“

ბაიერნის სპორტული დირექტორის, ჰასან სალიჰამიდიჩის თქმით, იუვენტუსის და ინტერის სამიზნე, დავიდ ალაბა გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს.

28 წლის ფეხბურთელს გერმანულ გრანდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და იტალიური გრანდების გარდა მისი გაფორმება მადრიდის რეალს, პსჟ-ს და სხვა ევროპულ გრანდებს სურთ.

„ალაბამ ჩვენს მიერ შეთავაზებული კონტრაქტი უარყო და ჩვენ ამას მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ.

„დავიდი ბაიერნში მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება, თუ იმ კონტრაქტს დათანხმდება, რომელზეც უარი თქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გუნდს დატოვებს.

„ჩვენ ყველანი პროფესიონალები ვართ და ალაბას დამსახურება გუნდში კარგად გვესმის. ის უმაღლესი დონის ფეხბურთელი და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ასეთი დონის მოთამაშის უფასოდ დაკარგვა ძალიან დიდი დარტყმა იქნება.“