Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სალმაკერსი:“ ატლეტიკოსთან რეალური მილანი ვნახეთ“

მილანის ფეხბურთელმა ალექსის სალმაკერსმა ატლეტიკოსთან მატჩზე და მსაჯის შეცდომებზე ისაუბრა.

„ჩვენ მოედანზე ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. მილანი ამ შეხვედრისთვის ძალიან კარგად მოემზადა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია, შენ ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ.

„ვფიქრობ, რომ ქომაგებმა ჩვენი პროგრესი ლივერპულთან მატჩის შემდეგ აშკარად დაინახეს. ჩვენ განვითარებას ვაგრძელებთ და ჩამორჩენას ჩემპიონთა ლიგის ტოპ გუნდებთან ვამცირებთ. ლივერპულთან ზედმეტად ნერვიულები ვიყავით, რადგან ეს ბევრი ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი იყო.

„მსაჯის გადაწყვეტილებები ? ვფიქრობ, რომ 11-მეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო, მაგრამ არბიტრის გადაწყვეტილებებს ჩვენ პატივი უნდა ვცეთ.“