Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სალმაკერსი:“ ლეაოს და მალდინის Ballon d’Or-ის მოპოვების პოტენციალი აქვთ“

მილანის ვინგერმა ალექსის სალმაკერსმა DAZN-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„რომელ თანაგუნდელთან ერთად ვთამაშობ Playstation-ზე ? ტონალისთან, ასევე მალდინი. იბრაც თამაშობს, თუმცა ის Fortnite-ს ამჯობინებს, რომელიც ემ არ მომწონს.

„რა კომპონენტში უნდა მოვუმატო ? ვიცი, რომ ჩემგან უფრო მეტ გოლს ელოდებიან და ამ ასპექტზე ბევრს ვმუშაობ.

„რომელს ვამჯობინებ, ასისტს თუ გოლს ? ასისტს, რადგან ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ ორივეს გაკეთება თანაბრად მნიშვნელოვანია.

„რატომ 56 ? მე ამ ნომრით ანდერლეხტში ვთამაშობდი, მას ჩემთვის იღბალი მოაქვს. მე როდესაც ვხედავ, რომ რაღაც მუშაობს, ის ჩემი ცხოვრების ნაწილი ხდება და ვფიქრობ, რომ ნომერიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

„არის თუ არა მილანში ფეხბურთელი, რომელიც უახლოეს წლებში Ballon d’Or-ის მოგების კანდიდატი იქნება ?

„ვფიქრობ, რომ იბრასთვის ეს ძალიან გვიანია (იცინის), ვფიქრობ, რომ მალდინის და ლეაოს ამისთვის ყველაფერი აქვთ, რადგან ისინი ფენომენალურები არიან. მათ ჯერ თავიანთი პოტენციალი ბოლომდე არ უჩვენებიათ.

„ჩემი კუმირი ? რონალდო, ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„ვინ უსმენს მილანში ყველაზე ცუდ მუსიკას ? კალაბრია, ის ელექტრონული მუსიკის მოყვარულია. მან ერთხელ თავისი მუსიკა გასახდელში ჩართო, ეს პირველად და ბოლოჯერ მოხდა.

„საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში ჩემს პოზიციაზე ? სალაჰი. ის ნებისმიერ მომენტში ხიფათის შექმნას ახერხებს და შეცდომას ფაქტობრივად არ უშვებს.“