Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სალმაკერსი:“ მთელი გუნდი კიაერის გვერდით დგას“

ალექსის სალმაკერსმა სალერნიტანასთან მატჩის შემდეგ, რომლის დროსაც გატანილი გოლი მან სიმონ კიაერს მიუძღვნა, კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ, მთელი შეხვედრის განმავლობაში ვდომინირებდით და ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ დამსახურებული 3 ქულა მოვიპოვეთ.

„მე თავს კარგად ვგრძნობ, გოლს დიდი ხანი ველოდებოდი და ფსიქოლოგიურად ეს ძალიან დამეხმარება.

„კიაერი ? მას რთული პერიოდი აქვს და მინდოდა, რომ ის ცოტა გამემხნევებინა. მე და მილანის სრული შემადგენლობა სიმონის გვერდით ვართ და ვიცით, რომ ის უფრო ძლიერი დაბრუნდება.“