Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სალმაკერსი:“ ჩვენ ზეწოლისთვის მზად ვართ“

კალიარისთან მატჩის წინ ალექსის სალმაკერსმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ქომაგებისგან წამოსული პოზიტიური ზეწოლისთვის გუნდი მზად არის.

„კალიარიმ პირველ ტურში დაამტკიცა, რომ მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არ არის და წინ რთული მატჩი გველოდება, ამიტომ გუნდმა ის უნდა გააკეთოს, რასაც მწვრთნელი ითხოვს.

„ქომაგების დაბრუნდება ? ახლა, როდესაც სან სიროზე ტიფოზები დაბრუნდნენ, ჩვენ უფრო მეტ სასიამოვნო ზეწოლას ვგრძნობთ რადგან ვიცით, რომ ქომაგები ჩვენგან უფრო მეტს ელოდებიან, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ და მათთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.“