Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სამპდორიამ მილანს, ინტერს და იუვენტუსს მკაცრი უარი განუცხადა

მიკელ დამსგაარდმა სერია ა-ში ჩატარებული გამორჩეული სეზონის შემდეგ, თავისი ტალანტი მთელს მსოფლიოს ამჯერად ევროპის ჩემპიონატზე დაანახა და 20 წლის ფეხბურთელი დანიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა.

ბოლო კვირეებში დამსგაარდის სახელი რამდენიმე ევროპულ გრანდთან ერთად მილანს, ინტერს და იუვენტუსს დაუკავშირეს, მაგრამ როგორც ჩანს მათ მინიმუმ ერთი სეზონი მოცდა მოუწევთ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ლუკა მარკეტის ინფორმაციით, სამპდორია ახალგაზრდა ტალანტის გაყიდვას მინიმუმ ერთი წელი არ აპირებს, რადგან გენუელები დარწმუნებულები არაინ, რომ ერთ სეზონში მისი ფასი საგრძნობლად მოიმატებ.