Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სამპდორიას პრეზიდენტი დააპატიმრეს

ცნობილი გამოცემა Ansa-ს ინფორმაციით, სამპდორიას პრეზიდენტი მასიმო ფერერო ფინანსური დანაშაულების გამო დააკავეს, თუმცა აღნიშნული საქმე გუნდთან დაკავშირებული არ არის.

წყაროს ინფორმაციით, პოლიციელებმა ფერერო დღეს დილით დააკავეს და მის გარდა, შიდა პატიმრობა კიდევ 5 ადამიანს აქვს მისჯილი.

ფერერომ 2 დღის წინ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ გუნდის გაყიდვას აპირებს, რომელიც მის საკუთრებაში 2014 წლის შემდეგ არის.

„8-წლიანი მსხვერპლის, ვნების, დაუღალავი შრომის და ამავდროულად ბევრი პირადი შეტევის შემდეგ, მეძალიან დავიღალე.

„მე სამპდორიას წარმატებისთვის მუშაობას გავაგრძელებ, მაგრამ თუ ისეთი მყიდველი გამოჩნდა, რომელიც გუნდის ღირებულებებს პატივს სცემს, მე სამპდორიას გაყიდვის წინააღმდეგი არ ვარ.“