Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სამპდორია მილანის 2 ფეხბურთელის გაფორმებას გეგმავს

იტალიური მედიის ცნობით, სამპდორია მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანის 2 ფეხბურთელის გაფორმებას ეცდება.

SportItalia-ს ცნობით, გენუელები იასინ ადლისა და მარკო ლაზეტიჩის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდებიან, შემდგომში მათი გამოსყიდვის უფლების გარეშე.

ადლი ძირითადი გუნდის წევრია, თუმცა სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა, ლაზეტიჩი კი როსონერის პრიმავერას რიგებში ასპარეზობს და სერია ა-ში მეტი გამოცდილების მიღების მიზნით, მილანი მისი განათხოვრების წინააღმდეგი არ არის.