Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სამპდორია პეტანიას ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორამციით, სამპდორია ნაპოლის ფორვარდის ანდრეა პეტანიას ფორვარდით ინტერესდება, რომელმაც ტრავმირებული მანოლო გაბიადინი უნდა ჩაანაცვლოს.

გაბიადინიმ მილანთან მატჩის მსვლელობისას კოჭის ტრავმა მიიღო და გუნდს საკმაოდ დიდი ხანი გამოაკლდა, ამიტომ რობერტო დავერსას გუნდს სხვა შემტევი სჭირდება.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სამპას 26 წლის ფორვარდის გაფორმება 1-წლიანი იჯარით სურს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.