Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სამწუხარო ინფორმაცია იუვეს ლაზარეთიდან…

ცოტა ხნის წინ იუვენტუსის ფეხბურთელებმა უესტონ მაკკენიმ და ფედერიკო კიეზამ, რომლებმაც ატალანტასთან მატჩის მსვლელობისას ტრავმები მიიღეს და მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწიათ, სამედიცინო შემოწმება ჩაიტარეს.         

სამწუხაროდ იუვენტუსის ერთ-ერთ ლიდერს ფედერიკო კიეზას მარცხენა ბარძაყის მყესის დაბალი ხარისხის გაჭიმულობა აქვს, რის გამოც ის იანვრის შუა რიცხვებამდე თამაშს ვერ მოახერხებს და ეს ფეხბურთელმა J Medical-ის დატოვებისას თავად დაადასტურა.

მაკკენის რაც შეეხება, მისი დაზიანება სერიოზული არ არის. ექიმები მის სიტუაციას კიდევ დააკვირდებიან, მაგრამ სავარაუდოდ ამერიკელი ფეხბურთელი მომდევნო ტურისთვის მზად უნდა იყოს.