Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანდრო:“ რონალდუ ძალიან გულგატეხილი იყო…“

ალექს სანდრომ ჩემპიონთ ლიგიდან გამოვარდნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იუვე დარჩენილ მატჩებში გასამარჯვებლად იბრძოლებს.

„რონალდუ პორტუსთან მატჩის შემდეგ მთელი გუნდის მსგავსად გულგატეხილი იყო, რადგან ჩვენ ძალიან გვსურდა, რომ პორტუს გავცდენოდით და ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ დღეს ის ჩვეული მონდომებით ვარჯიშობდა და გვსურს, რომ დარჩენილი მატჩები სერია ა-სა და კოპა იტალიაზე მოვიგოთ.

„ჩვენ ვიცით, რომ სეზონი ჯერ არ დასრულებულა და პორტუსთან მატჩი ჩვენს მენტალობას ვერ შეცვლის. გამოვარდნის გამო ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით და ეს პირველ რიგში თამაშისადმი მიდგომის ბრალი იყო. იუვემ პორტუსთან ორივე შეხვედრა ძალიან ცუდად დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში გადამწყვეტი გახდა.

„ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, თითქოს თითოეული ბურთი გადამწყვეტი იყოს და ნებისმიერ დუელში გამარჯვება მატჩის ბედს შეცვლის. ამ ასპექტში გუნდმა უნდა მოუმატოს…“