Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სანდრო:“ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე“

ალექს სანდროს მყესის ტრავმის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდა, თუმცა ბრაზილიელი უკვე დაბრუნდა და ფერენცვაროშთან 90 წუთის თამაშიც მოახერხა.

29 წლის ბრაზილიელის თქმით, ამდენი ხანი უქმად ყოფნა ფეხბურთელისთვის ძალიან მძიმე გადასატანია.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 90 წუთი თამაშის შესაძლებლობა მომეცა. გუნდი და განსაკუთრებით მწვრთნელი ძალიან დამეხმარა.

„სპორტსმენისთვის ამდენი ხანი უქმად ყოფნა ძალიან რთულია, მაგრამ ახლა დავბრუნდი და მზად ვარ, გუნდისთვის თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად დავიხარჯო.“