Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სანტონი:“დე ლიხტმა სწორი არჩევანი გააკეთა“

მაიკლ სანტონი,რომელიც აიაქსში ანალიტიკოსად მუშაობდა და ინტერში მუშაობის გამოცდილებაც აქვს მიიჩნევს,რომ ფეხბურთელმა იუვენტუსში გადასვლით სწორი არჩევანი გააკეთა.

ბიანკონერიმ დე ლიხტი გასულ ზაფხულს,85 მილიონ ევროდ შეიძინა.

„მაურიციო სარი მისთვის იდეალური მწვრთნელია და როგორც ფეხბურთელს,მას იუვენტუსში გადასვლაზე კარგი ნაბიჯის გადადგმა არ შეეძლო.

„უბრალოდ შეხედეთ,თუ როგორ განვითარდა ინტერში დე ვრეი,მცველი იტალიაზე კარგ ადგილს გასავითარებლად ვერ იპოვის.

„ბარსელონაში ბევრ გამოჩენილ ჰოლანდიელს უთამაშია და ყველას ჰგონია,რომ ყველა მათ კვალს უნდა გაჰყვეს,თუმცა ეს ასე არ არის.

„იტალიური ფეხბურთი იცვლება და მათი ყურება სულ უფრო და უფრო სასიამოვნო ხდება.შეხედეთ ატალანტას,იუვეს,ინტერს,ლაციოს…ვერავინ იტყვის,რომ ეს გუნდები დაცვით ფეხბურთს თამაშობენ.

„ვფიქრობ,კიდევ 5 სეზონი დაგვჭირდება იმ სტერეოტიპის დასანგრევად,რომ იტალიური ფეხბურთი მოსაწყენია.

„ჰოლანდიაში,ბარსელონას კვლავ ისე უყურებენ,როგორც ვალჰალას,თუმცა დე ლიხტმა დაამტკიცა,რომ იქ გადასვლა აუცლებელია არ არის.მან ბოლო პერიოდში ისეთ დონეზე დაიწყო თამაში,როგორც არასოდეს უთამაშია და მეეჭვება,რომ ბარსელონაში ამისთვის მიეღწია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.