Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანტოსის პრეზიდენტმა იუვენტუსის, ინტერის და მილანის სამიზნის მომავალზე ისაუბრა

იტალიურ მედიაში ბოლო პერიოდში სანტოსის ბრაზილიელი ტალანტის კაიო ჟორჟეს სახელმა არაერთხელ გაიჟღერა დ 19 წლის ფორვარდი მილანს, იუვენტუსს და ინტერს დაუკავშირეს. ჟორჟეს მიმდიანრე კონტრაქტი სანტოსთან დეკემბერში ეწურება და ბრაზილიური გუნდი მას 8-9 მილიონად აფასებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი ბრაზილიური გუნდის პრეზიდენტმა ანდრეს რუედამ გააკეთა.

„ჟორჟეს რომ კარიერის ევროპაში გაგრძელება სურს, ეს ახალი არავისთვის არ არის. ეს როგორც მისი, ასევე ოჯახის გადაწყვეტილებაა.

„მე მისი სახელი ძალიან ბევრ ევროპულ გრანდთან მიმართებაში წავიკითხე, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ კაიოს ტრანსფერის სანაცვლოდ არც ერთი წინადადება არ მიგვიღია. თუ საინტერესო ოფერს მივიღებთ, ჩვენ მას აუცილებლად განვიხილავთ, რადგან ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვა არ გვსურს.

„ჟორჟეს კარგად ესმის, თუ რამხელა ინვესტიცია განახორციელა სანტოსმა მასში და სურს, რომ მადლობა მისი სატრანსფერო ღირებულებით გადაუხადოს. თუ ჩვენ წინადადებას არ მივიღებთ, კონტრაქტს აუცილებლად გავახანგრძლივებთ და მომდევნო სატრანსფერო ფანჯარას დაველოდებით.“