Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანტოსის პრეზიდენტმა ჟორჟეს მომავალზე ისაუბრა

მილანი და იუვენტუსი სანტოსის ახალგაზრდა ფორვარდის კაიო ჟორჟეს ტრანსფერზე ბრძოლას განაგრძობენ და ბრაზილიური გუნდის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მათ ევროპული გუნდიდან წინადადება მიიღეს, თუმცა მან გუნდის დასახელებისგან თავი შეიკავა.

„ჩვენ ჟორჟეს ტრანსფერზე წინადადება უკვე მივიღეთ. მიმდინარე სატრანსფერო პერიოდი ძალიან დაძაბულია, რადგან ევროპულ გუნდებს ფული არ აქვთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დათმობაზე წასვლას ვაპირებთ. მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.“

19 წლის ფორვარდს სანტოსთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება და სხვადასხვა წყაროების ცნობით, სანტოსი მის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს.