Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სანტუში:“ რონალდუს თამაში 40 წლამდე შეუძლია“

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ფერნანდო სანტუშის მტკიცებით, კრიშტიანუ რონალდუს უმაღლეს დონეზე თამაში მინიმუმ 40 წლამდე შეუძლია.

რონალდუმ სულ ცოტა ხნის წინ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით 100-გოლიან ზღვარს გადააბიჯა და ფეხბურთის ისტორიაში ამ მიღწევით მეორე ფეხბურთელი გახდა და მის წინ ირანის ნაკრების ყოფილი წევრი, ალი დაეია, რომელსაც 109 გოლი აქვს გატანილი.

„კრიშტიანუ მზარ არის, რომ უმაღლეს დონეზე 40 წლამდე ითამაშოს, თუმცა არ ვიცი, მოისურვებს თუ არა ის კიდევ 5 წელი თამაშს. ვფიქრობ, იმ მომენტში, როდესაც ის შეატყობს, რომ მოედანზე შესაძლებლობების 100 პროცენტის გამოვლენა აღარ შეუძლია, კრიშტიანუ ფეხბურთიდან წავა.“