Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანტოსმა იუვეს და მილანის სამიზნის ფასი საგრძნობლად შეამცირა

მილანი და იუვენტუსი სანტოსის ახალგაზრდა ფორვარდის კაიო ჟორჟეს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობენ და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ბრაზილიურმა გუნდმა ფეხბურთელის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა საგრძნობლად შეამცირა.

ჟორჟეს მიმდინარე კონტრაქტი სანტოსთან 31 დეკემბერს ეწურება და ბრაზილიელ გუნდს მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს მიღება სურდა, მაგრამ წყაროს ცნობით ისინი ახლა მზად არიან ფეხბურთელს 4 მილიონის სანაცვლოდ შეელიონ.

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ მილანი სანტოსს ჟორჟეს სანაცვლოდ 5-6 მილიონს იხდიდა, თუმცა როგორც ჩანს ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

Gazzetta-ს ცნობით, მილანი ფეხბურთელის სანაცვლოდ არც 4 მილიონის გადახდას არ აპირებს და სანტოსს 2 მილიონ ევროს სთავაზობს, იუვენტუსს კი ჯერჯერობით ბრაზილიელებისთვის ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.