Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანქციები მიმდინარე სეზონში არ ამოქმედდება…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, UEFA, FIFA და სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციები სუპერ ლიგის მონაწილე გუნდების მიმართ სანქციებზე უახლოეს პერიოდში იმსჯელებენ.

წყაროს ინფორამციით, სერია ა-ს წარმოამდგენლები ერთმანეთს დღეს შეხვდებიან და მხარეების პოზიციებს მოისმენენ, რის შემდეგაც უეფას რეკომენდაციებს დაელოდებიან, თუმცა მიმდინარე სეზონში არანაირი სანქცია არ ამოქმედდება და სასჯელები ძალაში მომდევნო სეზონიდან შევა.