Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სანჩესი:“კონტეს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს“

ნერაძურის შემტევმა სამპდორიას წინააღმდეგ გასამართ მატჩზე და ანტონიო კონტეზე ისაუბრა.


„ანტონიო კონტესთან მუშაობა საოცარი გამოცდილებაა,ის ფეხბურთზე ყოველ დღე ახალ რაღაცას გასწავლის და გიხსნის,ეს ძნელი,თუმცა საჭირო პროცესია,რაც თამაშების მოგებისკენაა მიმართული.“

31 წლის ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედის საკუთრებაში იმყოფება და მიმდინარე სეზონს ინტერში იჯარის წესით ატარებს.სანჩესმა დღევანდელ დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი.

„ჩვენ მოგვეცა შანსი,რომ საყვარელ საქმიანობას დავუბრუნდეთ.უცნაურია,რომ ასეთ დროს და მაყურებლების გარეშე თამაში გვიწევს,თუმცა იმედი მაქვს,რომ ინტერის გულშემატკივრებს დიდ სიამოვნებას მივანიჭებთ.


„პატარაობიდან ვიცოდი,რომ ფეხბურთის თამაში ჩემი ოცნება იყო.მოედანზე ყოფნის დროს,ყველა პრობლემა მავიწყდება და უბრალოდ ბედნიერი ვარ.“

სანჩესი ინტერში გასულ ზაფხულს მივიდა,თუმცა ტრავმების გამო 31 წლის ჩილელმა მხოლოდ 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა,სადაც 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ,რომ ინტერი – სამპდორიას დაპირისპირება დღეს,23:45 საათზე დაიწყება.სასტარტო შემადგენლობებს და პირდაპირის ლინკებს საიტზე 2 საათით ადრე ნახავთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.