Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სანჩესისთვის წელი დასრულდა

Corriere dello Sport-ის ინფორამციით, ალექსის სანჩესი ტრავმის გამო ინტერს 2020 წელს ვეღარ დაეხმარება.

ჩილელ ფეხბურთელს გამოკვლევა ცოტა ხნის წინ ინტერის სამედიცინო შტაბმა ჩაუტარა და ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის კუნთის დაზიანება დაუდგინდა. სანჩესი ნაპოლისთან, სპეციასთან და ვერონასთან მატჩებს გამოტოვებს და დიდი ალბათობით ის 3 იანვარს, კროტონეს წინააღმდეგ მატჩში დაბრუნდება.

აქვე გაცნობებთ, რომ დღევანდელ მატჩსი მონაწილეობას ტრავმის გამო ვერც არტურო ვიდალი მიიღებს.