Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანჩესი ინტერს ზამთარში დატოვებს ?

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორამციით, ალექსის სანჩესი ნერაძურის რიგებს დიდი ალბათობით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს.

სანჩესს ბევრი სათამაშო დრო არც მიმდინარე სეზონში ეძლევა და მან ამ საკითხზე პრეტენზია სოციალური ქსელის მეშვეობით უკვე დააფიქსირა (იხილეთ აქ).

ჩილელი ფეხბურთელი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ის წლიურად 7.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და რა თქმა უნდა ფინანსურ კრიზისში მყოფი ინტერი მისი გაშვების წინააღმდეგი არ არის.

FcInterNews-ის ინფორმაციით, ინტერი ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტაზეც არ იტყვის უარს, რაც გუნდს საკმაოდ მსუყე თანხას დაუზოგავს…