Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სანჩესი:” მანჩესტერში გადასვლა შეცდომა იყო”

ალექსის სანჩესმა მანჩესტერში გადასვლის პერიოდი გაიხსენა და აღიარა, რომ წითელ ეშმაკებში გადასვლა შეცდომა იყო.

ჩილელი ფეხბურთელიმანჩესტერს 2018 წელს, არსენალიდან შეუერთდა, თუმცა საუკეთესო თამაშის ჩვენება ვერ მოახერხა და 45 მატჩში მხოლოდ 5 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც ინტერში გადავიდა.

„ხანდახან არის რაღაც, რასაც სანამ შენთვითონ არ ნახავ, იქამდე ვერ ხვდები. მანჩესტერში ჩატარებული პირველი სამწვრთნელო სესიის შემდეგ მივხვდი, რომ გუნდში რაღაც ისე არ იყო…

„იმავე დღეს, როდესაც სახლში დავბრუნდი, ჩემს აგენტს ვკითხე, შემეძლო თუ არა კონტრაქტის გაუქმება და არსენალში დაბრუნება. მე მას ვუთხარი, რომ გუნდის შიგნით კარგი სიტუაცია არ იყო, თუმცა მე კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილი მქონდა…

„რამდენიმე თვის შემდეგ მივხვდი, რომ მანჩესტერი ერთ გუნდათ არ იყო შეკრული. ჟურნალისტები ისე საუბრობდნენ, რომ გუნდის შიდა სიტუაციაზე არაფერი იცოდნენ, ისინი ყველაფერს მე მაბრალებდნენ, თუმცა ზოგჯერ ფეხბურთელის თამაში მის გარშემო შექმნილ სიტუაციაზეა დამოკიდებული, რაც იმ დროს მანჩესტერში იდეალური არ იყო და ეს მოედანზეც ჩანდა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.