Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანჩესი:“ მე გამომწყვდეული ლომივით ვარ“

ინტერის ფორვარდმა ალექსის სანჩესმა, რომელმაც იუვენტუსის კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს Supercoppa-ს თასი მოაგებინა, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩემპიონები ასე არიან, რაც უფრო მეტი თამაშის საშუალებას მისცემ მათ, ისინი უკეთესები ხდებიან და იმის გაკეთება შეუძლიათ, რასაც სხვა ვერ მოახერხებდა.

„მე ვითამაშე ლაციოსთან და მეგონა, რომ დღესაც სასტარტოში ვიქნებოდი, რადგან კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ მწვრთნელმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

„მე მოშიებული ვიყავი და დღეს ტიტულის მოგება მსურდა, რისი გაკეთებაც მოვახერხეთ კიდეც და ამის გამო ბედნიერი ვარ.

„სათამაშო დროის ნაკლებობა ინტერში ? მე თავს გალიაში გამომწყვდეული ლომივით ვგრძნობ, რომელსაც ყოველთვის თამაში უნდა.“