Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანჩესი სეზონის სტარტს ტრავმის გამო გამოტოვებს

ინტერის ჩილელი ფორვარდი ალექსის სანჩესი ტრავმის გამო კიდევ რამდენიმე კვირა იუქმებს და მინიმუმ სერია ა-ს საწყისი 2 ტური გაუცდება.

ამ მომენტისათვის ინტერს სერია ა-ს საწყის ტურში ჯენოას წინააღმდეგ მხოლოდ მარტინ სატრიანო და ედი სალკედო ჰყავს, რადგან ლაუტარო მარტინესს დისკვალიფიკაცია აქვს, ანდრეა პინამონტი კი სავარაუდოდ კარიერას ემპოლიში გააგრძელებს.

21 აგვისტომდე სავარაუდოდ სიტუაცია შეიცვლება, რადგან ნერაძური ედინ ჯეკოს ტრანსფერთან არის ახლოს, თუმცა ამ მომენტისთვის ინძაგის საკმაოდ შეზღუდული არჩევანი აქვს.