Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანჩესი შესაძლოა ბარსელონაში დაბრუნდეს ?

ესპანური წყაროების ინფორმაციით, ინტერის ჩილელი ფორვარდი ალექსის სანჩესი შესაძლოა კატალონიის ბარსელონაში დაბრუნდეს.

სანჩესმა ინტერში გადასვლის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ მოიპოვა და თუ კონტეს პერიოდში გარკვეული სათამაშო დრო ეძლეოდა, ინძაგის გუნდში მისი ადგილი ფაქტობრივად საერთოდ არ არის, რის გამოც ფეხბურთელმა უკმაყოფილება უვკე არაერთხელ გამოთქვა.

იტალიურ მედიაში უკვე აქტიურად იწერება, რომ იანვარში ინტერი ჩილელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტას შეეცდება და Todofichajes-ის ინფორმაციით, ბარსელონა მის დაბრუნებას განიხილავს.