Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სანჩესი:“ ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ტიტულები მოვიგოთ“

ალექსის სანჩესმა გუნდის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ინტერში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და კარგ ფორმაში ვარ, რაც ჩემს თამაშზეც აისახება.

„ინტერში მოსვლის პირველივე დღესვე მივხვდი, რომ ჩვენ გვყავდა მწვრთნელი, რომელიც დანებების საშუალებას არც ერთ ჩვენგანს არ მოგვცემდა. ის ყოველთვის მზად არის, ნებისმიერ ფეხბურთელს დაეხმაროს. ჩვენ აქ ყველა ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომლებსაც გვაქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ.

„ფიორენტინასთან მატჩი ? ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა. 3 – 2 ვაგებდით, თუმცა მონდომებით და საკუთარ ძალებში რწმენით შეხვედრის მოგება მოვახერხეთ.

„სეზონის მიზნები ? როგორც უკვე გითხარით, ჩვენ იმის რესურსი გვაქვს, რომ ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ, თუმცა სეზონი ახლახანს დაიწყო და ამ თემაზე საუბარი ჯერ ადრეა. ახლა ჩვენ თამაშის გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნოთ და ყველა მატჩში, ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ, მაქსიმალური მონდომებით უნდა ვითამაშოთ.

„ვიდალი ? მე მას უკვე 15 წელია ვიცნობ. ჩვენ ერთად ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნათამაშები. მას ფეხბურთი ძალიან კარგად ესმის და დღესდღეობით მისნაირი ფეხბურთელის პოვნა ძალიან ძნელია. მან იცის, თუ როდის უნდა გააკეთოს პასი და შესანიშნავი მოედნის ხედვა აქვს.

„ლაუტარო და ლუკაკუ ? ისინი უმაღლესი დონის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. მათ ყოველთვის გოლის გატანა უნდათ და ეს სწორედ ის თვისებაა, რაც თავდამსხმელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.“