Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სანჩესი ჯენოასთან მატჩს გამოტოვებს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ალექსის სანჩესს კუნთის მცირე დაზიანება აქვს და იძულებულია, რომ დღევანდელი შეხვედრა ჯენოას წინააღმდეგ გამოტოვოს.

31 წლის ფეხბურთელს ყოველდღიური შემოწმება ჩაუტარდება და ნერაძურის სამედიცინო შტაბი იმედოვნებს, რომ ის ჩემპიონთა ლიგაზე შახტარის წინააღმდეგ მატჩისთვის მზად იქნება.