Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანჩესმა ზამთარში ინტერიდან წასვლა ითხოვა…

ალექსის სანჩესის ინტერიდან წასვლის სესახებ ხმები იტალიურ მედიაში არ წყდება და რამდენიმე წყაროს ინფორამციით, გუნდის დატოვება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავად ალექსის სანჩესმა ითხოვა.

ჩილელი ფეხბურთელი სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მან ამის შესახებ გუნდის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა კიდეც.

სანჩესის წასვლის წინააღმდეგი არც ინტერი არ არის, რომელიც მზად არის ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტოს და დაახლოებით 4 მილიონი ევრო დაზოგოს, რომელიც სანჩესისთვის დარჩენილ თვეებში ხელფასის სახით უნდა გადაეხადა.