Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანჩესმა ინტერიდან წასვლაზე მიანიშნა…

ინტერის ფორვარდმა ალექსის სანჩესმა სოციალური ქსელის მეშვეობით სათამაშო დროის ნაკლებობასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და გუნდიდან წასვლაზე მიანიშნა.

ჩილელ ფეხბურთელს თამაშის საშუალება არც სასუოლოსთან მატჩში მიეცა და შეხვედრის დასრულების შემდეგ რამდენიმე წუთში მან ინსტაგრამის გვერდზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

„როდესაც ხვდები, რომ შენ ბევრის გაკეთება შეგიძ₾ია, მაგრამ ცუდ ადგილზე მოხვდი და გაბრწყინების საშუალება არ გეძლევა…“

სანჩესმა აღნიშნული პოსტი რამდენიმე წუთში წაშალა, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იტალიურ მედიას არ გამოპარვია.