Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანჩესს ინტერში დარჩენა სურს

ინტერი ზაფხულში გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას და სახელფასო ჭერის შემცირებას გეგმავს, გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი ალექსის სანჩესი გახლავთ.

ჩილელი ფეხბურთელი, რომელსაც ინტერთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და იმის მიუხედავად, რომ ის ძირითადის წევრად არ მოიაზრება, სანჩესი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სანჩესმა ინტერის ხელმძღვანელობას გუნდში დარჩენის სურვილი დაუფიქსირა და მზად არის ბენეამატასთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება 4.5 მილიონი ევრო იქნება.

გათიშვა