Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სანჩესს ინტერში დარჩენა სურს

ალექსის სანჩესს ინტერის შემადგენლობაში დარჩენა უნდა და დარნჩენილ ტურებში ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.ჩილელმა შემტევმა,რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის საკუთრებაში იმყოფება და ინტერში იჯარის წესით თამაშობს,თავისი შესაძლებლობების გამოვლენა ტრავმის გამო ვერ მოახერხა.

ბარსელონას და არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა კოპა იტალიას ნახევარფინალური შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყო,თუმცა თამაშში ლაუტარო მარტინესის ნაცვლად ჩაერთო და კარგი შთაბეჭდილება დატოვა.აქედან გამომდინარე,ანტონიო კონტე სერია ა-ს შეხვედრაში ჩილელის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას გეგმავს.

სანჩესს იმედი აქვს,რომ დარჩენილ ტურებში სათამაშო დრო მიეცემა და კონტეს დაანახებს,რომ მას უმაღლეს დონეზე თამაში ჯერ კიდევ შეუძლია.

Leave a Reply

Your email address will not be published.