Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სანჩესს მსურველების რიგი უდგას

ალექსის სანჩესის ინტერიდან წასვლის შესახებ იტალიაში ცნობები არ წყდება და რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ჩილელ ფორვარდს არაერთი ევროპული გუნდი ეპატიჟება.

სანჩესი ინტერში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და მოარული ხმების მიხედვით, მან შესაძლოა ინტერთან კონტრაქტი გაწყვიტოს და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით ზამთარში დატოვოს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჩილელი ფეხბურთელის გაფორმების სურვილი მარსელმა, ვალენსიამ, რეალ ბეტისმა, სევილიამ და რაიო ვალეკანომაც გამოთქვეს. მედიაში ბარსელონას სახელმაც გაიჟღერა, მაგრამ კატალონიელების ინტერესი ჯერჯერობით ესპანეთში არ დასტურდება.