სან სიროს დემონტაჟზე უარის მიღების შემთხვევაში, ინტერი მეაცაზე დარჩება და მას რეკონსტრუქციას გაუკეთებს
მილანი და ინტერი ახალი სტადიონის პროექტის თაობაზე ქალაქის მერიისგან საბოლოო პასუხის მოლოდინში არიან და მხარეები სიტუაციის განვითარების ყველა სცენარისთვის მზად არიან.
როგორც მილანის პრეზიდენტმა უკვე დაადასტურა (იხილეთ აქ), თუ ქალაქის მერი სან სიროს დემონტაჟზე საბოლოოდ იტყვის უარს, მაშინ როსონერი სტადიონს სხვა ტერიტორიაზე ინტერის გარეშე ააშენებს.
SportItalia-ს ცნობით, თუ მოვლენები ასე განვითარდა, ინტერი ჯუზეპე მეაცაზე დარჩება, მას რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და სან სიროს ერთპიროვნული მკვიდრი გახდება.