სან სიროს მომავალი დეტალებში

მილანის ორივე გუნდი ახალი სტადიონის აშენების გეგმას უკვე დიდი ხანია განიხილავს და მათ უკვე კონკრეტული პროექტიც აქვთ,თუმცა მის განსახორციელებლად ლეგენდარული არენის – სან სიროს დემონტაჟია საჭირო.

ახალი სტადიონის აშენების საკითხი ივნისის ბოლომდე გადაწყდება.მილანური გუნდები 60,000 ადგილიანი სტადიონის აშენებას და გარშემო მდებარე ტერიტორიის ათვისებას ითხოვენ და ამ ყველაფრისთვის 180,000 კვადრატული მეტრის მიღება სურთ.

რამდენიმე დღის წინ გუნდებისთვის კარგი ინფორმაცია გავრცელდა.მილანის მერიის გადაწყვეტილებით,სან სირო ისტორიულ ძეგლს არ წარმოადგენს და მისი დემონტაჟი შესაძლებელია. კონკრეტული ვადები,თუ როდის დაიწყება სან სიროს დემონტაჟი ჯერჯერობით უცნობია,თუმცა მილანის და ინტერის ახალი სტადიონის პრეზენტაცია უკვე შედგა,გთავაზობთ სურათებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.